საკლასო პროექტს მთელი კლასი ახორციელებს. მთელი კლასი ირჩევს ერთ პრობლემას და მუშაობს მის გადაჭრაზე (შესაძლებელია, რამდენიმე ჯგუფი შეიქმნას, რომელიც გადაინაწილებს შესასრულებელ ღონისძიებებს). ჯგუფური მუშაობის დროს ხდება ფუნქციების გადანაწილება ჯგუფის წევრების შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფურ მუშაობას გარკვეული პრობლემებიც ახლავს. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლე არ აქტიურობს და ცდილობს, ინიციატივიანი მოსწავლის ხარჯზე „გავიდეს ფონს“.ისინი ყველა საკითხში არ არიან ჩართულები, რაც ართულებს საქმიანობის ორგანიზებას და კოორდინირებას.
ეცადეთ, რომ თქვენს ჯგუფში არ გაჩნდეს ამგვარი პრობლემები.