დავალება 2

ვიდეოში გამოყენებული ტერმინები შეუსაბამეთ განმარტებებს.

 

1. არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყოველი უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

სწორი პასუხი

2. ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, ზოგადი დებულება, მუხლი 3).

სწორი პასუხი

3. ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დონის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რომელიმე ჯგუფს.

სწორი პასუხი

4. მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.

სწორი პასუხი

5. პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში.

სწორი პასუხი

6. ცალკეული პირების ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვა ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება დასაბუთების გარეშე.

სწორი პასუხი

სავარაუდო პასუხები:

მრავალფეროვნება
ელექტორატი
ემიგრანტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
ეროვნული უმცირესობები
დისკრიმინაცია
7/13