ლექსიკონი

ალგორითმი - მოქმედებათა ერთობლიობა, იწარმოება მკაცრი წესებით, როლებსაც მათ თანმიმდევრული შესრულების შემდეგ ამოცანის ამოხსნამდე მივყავართ 

ასპექტი - (ლათ. aspectu შეხედულება, სახეობა) 1) თვალსაზრისი, რომლიდან გამომდინარე განიხილება საგანი, მოვლენა, ცნება; 2) მოცემული მოვლენის ერთ-ერთი მხარე ან კავშირი.

ბენეფიციარი - პირი, რომელიც იღებს ქონებას, უფლებას ან სხვა სახის სარგებელს განსაზღვრული დოკუმენტის საფუძველზე.

გაბონი - დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა აფრიკაში.

გენდერული დისკრიმინაცია - მოქალაქეთა უფლებების შელახვა მათი სქესის მოტივით. 

ელზასი - რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. 1871-1918 წლებში ის გერმანიას ეკუთვნოდა.

თეოლოგია - ღვთისმეტყველება; რელიგიური დოქტრინებისა და სწავლებების ერთობლიობა.

თვითმმართველობა - საზოგადოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც გარკვეული ტერიტორიის მაცხოვრებლები ქმნიან თემს, რომელსაც სცნობს და იურიდიულ სტატუსსაც ანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება.

ინდიკატორი - (ლათ. indicator) მაჩვენებელი.

კომპრომისი - (ლათ. kompromissum) – ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.

ლიცენციანტი - 1) პირველი სამეცნიერო ხარისხი დასავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში. აკუთვნებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მე-3 ან მე-4 წელს. უფლებას აძლევს შეითავსოს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობა; 2) სამეცნიერო ხარისხი ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბაკალავრისა და დოქტორის ხარისხებს შორის.

მისიონერი - (ფრ. missionaire) ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად

პრევენციული - პრევენციის ხასიათისა; თავიდან ასაცილებელი, დაცვითი. პრევენცია (ლათ. praevencio) – წინაწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლად.

რესპოდენტი - პირი, რომელიც პასუხობს კითხვარის ან ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვებს და წარმოადგენს ზეპირი ან წერილობითი ინფორმაციის წყაროს