დავალება 3.9
ა) წარუდგინეთ პროექტი შესაძლო პარტნიორებს;
ბ) იმოქმედეთ დასახული გეგმის მიხედვით;
შეფასება
გასაგები რომ გახდეს, გადაიჭრა თუ არა პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, განხორციელებული პროექტი უნდა შეფასდეს შესრულების ინდიკატორების საშუალებით. გარდა ამისა, ჯგუფმა პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე კითხვას: რა იყო პროექტის დადებითი მხარე და რა – უარყოფითი? რა წინააღმდეგობებს წააწყდა ჯგუფი? რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად? რისი გაუმჯობესება შეუძლია თითოეულ წევრს? რა ისწავლა ჯგუფის თითოეულმა წევრმა? ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვანია, შეფასდეს პროექტის საზოგადოებრივი სარგებელი. გაეცეს პასუხი კითხვას: რა სარგებელი მოუტანა ამ პროექტმა საზოგადოებას? კარგი იქნება თუ ჯგუფის წევრები დაფიქრდებით სირთულეებზე, რომლებსაც წააწყდით, სამომავლო გეგმებსა და საკუთარ წვლილზე პროექტის შესრულებაში. ამისათვის გამოგადგებათ დანართ 12–14-ში მოცემული ფორმები;