პრობლემის დაშლა ასპექტებად

ასპექტი არის განსახილველი ობიექტის მხარე, თვალსაზრისი. პრობლემა შეიძლება მრავალ ასპექტს მოიცავდეს. (მაგალითად, ტუბერკულოზის პრობლემას აქვს შემდეგი ასპექტები: სამკურნალო, საგანმანათლებლო, პრევენციული, დამოკიდებულებითი, სოციალური). ასეთი პრობლემის ყველა ასპექტის ერთდროულად გადაჭრა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ პრობლემის გადაჭრის მცდელობისას კარგად უნდა იქნას გაანალიზებული ყველა მისი ასპექტი. შესაძლოა კონკრეტული პრობლემა არც იყოს დასაშლელი ასპექტებად.