წაიკითხეთ ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან და შემდეგ გაეცით პასუხი ქვემოთ მოყვანილ კითხვებს.
ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან:
1904 წლის შემოდგომაზე, პარიზის მისიონერთა საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა სტატია „მისიის გასაჭირი კონგოში". მასში ეწერა იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ მისიონერები, რომლებიც ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ათასგვარი ავადმყოფობით გატანჯულ გაბონის პროვინციის მცხოვრებლებს: „პატარა არმიას, რომელიც იბრძვის ოგოვეს სანაპიროზე, სჭირდება ძალა, ენერგია. იქნებ ამ მოწოდებამ მიაღწიოს მკითხველის გულამდე...“
ამ დროს 29 წლის ელზასელი ალბერტ შვაიცერი უკვე იყო ფილოსოფიის დოქტორი, თეოლოგიის ლიცენციანტი, სემინარიის ხელმძღვანელი, ცნობილი ორგანისტი და მუსიკათმცოდნე, მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და მუსიკაში. ჰყავდა მშობლები და და-ძმა.
გაგრძელება