ა) დაფიქრდით და ჩამოწერეთ საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებსაც ხედავთ სკოლაში, ოჯახში, უბანში, ქალაქში, ქვეყანაში.
ბ) უყურეთ საინფორმაციო გადაცემებს და ჩაინიშნეთ, რა საზოგადოებრივ პრობლემებზე იყო საუბარი. ეს პრობლემები უკვე შედგენილ სიას დაუმატეთ.
გ) მოიძიეთ საზოგადოებრივი პრობლემები ინტერნეტში. ისინიც დაუმატეთ სიას.