შეასრულეთ მოცემული დავალება, რათა განიმტკიცოთ მიღებული ცოდნა.
გაიხსენეთ ადვოკატირების კამპანიის პოპულარიზაციის მეთოდები. ადვოკატირების კამპანიის პოპულარიზაციის რა მეთოდებია გამოყენებული ქვემოთ მოცემულ აქტივობაში?
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, ფეისბუქზე გამოცხადებული მოწოდების თანახმად, გაიმართა მარათონი პარაოლიმპიელთა მხარდასაჭერად. მსვლელობა მოეწყო მე-12 საჯარო სკოლიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე. მასში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სულ 300-მდე პირი, რომელთაც სამადლობელო სიგელები გადაეცათ ღონისძიების მიზნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილსათვის. მარათონის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.