რა არის ადვოკატირება?
ადვოკატირება არის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომელიც გამოიყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის და მიმართულია გარკვეული სოციალური ჯგუფის ინტერესთა ან უფლებების დაცვისაკენ – ინიციატივების, აქციებისა და ქმედითი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გზით.
რა არის ადვოკატირების კამპანიის მთავარი მიზანი?
ადვოკატირების კამპანიის მთავარი მიზანია ცვლილებების განხორციელება და სტიმულირება, მეტი ადამიანის ჩართვა იდეის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მათი, ვისაც ეს პრობლემა უშუალოდ ეხება და არ იციან, მის გადასაჭრელად რა მოიმოქმედონ.