რა უნდა აისახოს ანგარიშში?

  • ანგარიშის მიზანი;
  • პროექტის მიზანი;
  • პროექტის მიმდინარეობის ძირითადი ეტაპები, როგორც ტექსტით, ისე ფოტოებით;
  • განმახორციელებლები, პარტნიორები;
  • ხარჯები (ეს პუნქტი აუცილებელია პარტნიორებისთვის წარსადგენ  და შიდა მოხმარების ანგარიშში, მაგრამ არა ფართო აუდიტორიისათვის გამიზნულ ანგარიშებში);
  • მიღებული შედეგები;
  • პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემები და როგორ გადაიჭრა ისინი;
  • პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება;
  • სამომავლო რეკომენდაციები.

შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის დასრულების, პრეზენტაციისა და ანგარიშის დაწერის შემდეგ აუცილებელია კლუბის წევრების დასკვნითი შეხვედრა და პროექტის განხორციელების სუსტი და ძლიერი მხარეების გულახდილი განხილვა ­ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად და როგორ. ეს დაეხმარება მათ შემდგომი პროექტების უკეთ განხორციელებაში. ამ დასკვნების საფუძველზე შეიძლება დაიწეროს რეკომენდაციები კლუბისთვის.

 

გვერდის ვიზუალი