არ შევწყვიტოთ ფიქრი სასწაულებზე

სოფელ აფენის #1-ლი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თემის პრობლემების ადვოკატირების მიზნით, ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სოფლისთვის აქტუალურია სასმელი წყლის, სოფლის გზებისა და გარე განათების პრობლემები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო სიუჟეტები, აღნიშნული საკითხების შესახებ აცნობეს ადგილობრივ თვითმმართველობას და, ადგილობრივი ტელევიზია „LTV“-ს დახმარებით, მოაწყვეს თოქ-შოუ. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა, ნაჩვენები იყო მოსწავლეების მიერ ჟურნალისტებთან ერთად მომზადებული სიუჟეტები მოსახლეობის გამოკითხვის შესახებ. მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობას მიაწოდეს სრული ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მათთვის არის გამიზნული. ინიციატივამ წარმატებული შედეგი გამოიღო. გადაიჭრა გარე განათების პრობლემა, დაიგო ცენტრალური სავალი გზა და შეკეთდა სასმელი წყლის სისტემა.

 

გვერდის ვიზუალი