მაგალითი სასკოლო სამოქალაქო კლუბის გამოცდილებიდან:

თბილისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს აქცია  „ვაჩუქოთ წიგნები მეგობრებს!“ მოსწავლეები გამოეხმაურნენ სოციალური ქსელით გავრცელებულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის სომხურენოვანი სკოლის (სკოლაში 110 ბავშვი სწავლობს) ქართული ენის მასწავლებლის თხოვნა­მოწოდებას, დახმარებოდნენ ამ სკოლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნებით. მოსწავლეებმა, კლუბების ფეისბუქის გვერდების საშუალებით, გამოაცხადეს  აქცია და ათი დღის მანძილზე, თბილისის მასშტაბით, შეაგროვეს 1000­-მდე ქართული წიგნი, რომელიც გადასცეს სოფელ ალასტანის სკოლის წარმომადგენლებსა და უფროსკლასელ მოსწავლეებს.

 

გვერდის ვიზუალი