შეხვედრის წარმართვა

  • შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს ტექნიკა და ყველა საჭირო მასალა;
  • შეხვედრა უნდა დაიწყოს დანიშნულ დროს. ორგანიზატორებმა არ უნდა გააღიზიანონ დამსწრე საზოგადოება არაპუნქტუალობით;
  • აუცილებელია შეხვედრის მონაწილეთა რეგისტრაცია (სარეგისტრაციო ფორმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მონაწილეების შესახებ: სახელი, გვარი; კლასი; საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა);
  • ორგანიზატორებმა უნდა გააცნონ მონაწილეებს შეხვედრის მიზნები და დღის წესრიგი;
  • უნდა გაკეთდეს პრეზენტაცია კლუბის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და მოვალეობების შესახებ;
  • კითხვა–პასუხს უნდა დაეთმოს დრო; მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი;
  • უნდა დარიგდეს დამატებითი მასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მნიშვნელოვანია ფოტოების გადაღება სამუშაო პროცესში, ეს მომავალში გამოდგება ღონისძიების ჩატარების შესახებ საანგარიშო მასალის მომზადებისთვის;

 

გვერდის ვიზუალი