ინფორმაციის გავრცელება პირველი შეხვედრის შესახებ

  • უნდა შეირჩეს პირველი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფორმა. ინფორმაციის გავრცელებისათვის უნდა მომზადდეს განცხადება. ასევე, შეიძლება სოციალური ქსელების გამოყენება, თუ სკოლა მათი აქტიური მომხმარებელია და მედიის გამოყენება.
  •  შესაძლებელია სკოლაში განცხადებებისათვის განკუთვნილი დაფის, სკოლის დერეფნების, სკოლის ვებგვერდის, ან Facebook–ის გვერდის გამოყენება, ასევე, მოკლე ზეპირი განცხადებების გაკეთება კლასებში. ინფორმაციის გავრცელებისათვის არჩევანის გაკეთება შეიძლება ზემოხსენებული ფორმებიდან  ერთ–ერთზე, ან ყველაზე ერთად. ინფორმაციის გავრცელების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება ზრდის მის მიმღებთა რაოდენობას. გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე, საინტერესო, უნდა შეიცავდეს შეხვედრის მიზანს, დროს, ადგილს.
გვერდის ვიზუალი