ვინ ხელმძღვანელობს კლუბს?
კლუბს ჰყავს კლუბის წევრების მიერ არჩეული ლიდერი (მოსწავლე). ის პასუხისმგებელია კლუბის მუშაობაზე, სასკოლო სამოქალაქო კლუბს უნდა ჰყავდეს მეურვე, რომელიც ხელს შეუწყობს კლუბს დაგეგმილი მუშაობის განხორციელებაში. მეურვე შეიძლება იყოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სხვა საგნის მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
რა მიზანი აქვს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მუშაობას?
კლუბის მუშაობის მიზნებია: წევრთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარება.
კლუბის სიმბოლიკა
კლუბს უნდა ჰქონდეს სახელწოდება, ლოგო, სლოგანი. ისინი უნდა ასახავდნენ კლუბის მუშაობის არსს.