უკვე ვნახეთ, რომ სამოქალაქო კლუბის მუშაობის პირველი მიმართულება კლუბის წევრების თვითგანვითარებაა - მოსწავლეები იძენენ თეორიულ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემაზე.
მეორე მიმართულება გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. კლუბის წევრები, პროექტის პრაქტიკულად განხორციელების პროცესში, თანამშრომლობენ საკითხით დაინტერესებულ პირებთან და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას. პროექტზე მუშაობისას, საზოგადოების ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების წევრების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით, შესაძლებელია, განხორციელდეს საინფორმაციო და ადვოკატირების პროექტები, რომლის მიზანიც პრობლემის პრევენცია, საზოგადოების ინფორმირება და საკითხის ადვოკატირებაა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების განვითარებისათვის მუშაობისას, კლუბის წევრებს თვითონაც უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.