“დიდი საქმე” და “პატარა საქმე”

როდესაც იცით, თუ ვინაა კონკრეტული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი, იზრდება შანსი, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჯაჭვის არც ერთი რგოლი არ ჩაიშლება. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების ჯაჭვში არ არსებობს „დიდი საქმე“ და „პატარა საქმე“. გახსოვდეთ, ყველა აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს! შესაძლებელია, მთელი სამუშაო წყალში ჩაგეყაროთ, თუ აღმოჩნდება, რომ ჯგუფიდან ერთ-ერთს რატომღაც დაავიწყდა საჭირო სატელეფონო საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება მშობლებთან, რაც, ბუნებრივია, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.

გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით ადვილმა და მარტივმა საქმემ, შესაძლოა, მთელი პროექტის ბედი გადაწყვიტოს. სწორედ ამიტომ - პროექტის განხორციელებაში ყველას ჩართულობა თანაბრად მნიშვნელოვანია!

 

გვერდის ვიზუალი