თანმიმდევრულობა

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა ძალზე მნიშვნელოვანი საფეხურია მიზნის მიღწევისაკენ. თქვენ უკვე განსაზღვრეთ, რა არის საჭირო დასახული პრობლემის გადასაჭრელად. ასევე, იცით, რა მატერიალური რესურსი გჭირდებათ. ახლა აუცილებელია, დაადგინოთ კონკრეტული დრო, თარიღი და ხანგრძლივობა თითოეული ღონისძიებისათვის/აქტივობისათვის, რათა თქვენი პროექტი იყოს უფრო თანმიმდევრული და შედეგიანი.

დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროექტის წარმატებისათვის. ხშირად ერთი აქტივობა მეორეს გაგრძელებაა, ან წინა ღონისძიებების შედეგზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთი აქტივობების რიგითობის განსაზღვრასა და დაცვას.

 

გვერდის ვიზუალი