თქვენ უკვე იცით, რა მიზანი გაქვთ. ასევე, იცით, რა შედეგს უნდა მიაღწიოთ. ახლა საჭიროა, განსაზღვროთ, ვის შეუძლია გავლენის მოხდენა პროექტის ეფექტიანობაზე, შერჩეული პრობლემის გადაჭრაზე. გონებრივი იერიშის დახმარებით, შეგიძლიათ, განსაზღვროთ, ვინ შეიძლება ჩართოთ პროექტზე მუშაობაში:
- მშობლები
- სკოლის სხვა კლასების მოსწავლეები
- სკოლის კლუბის წევრები
- სკოლის დირექცია
- სხვა სკოლები
- თემის წარმომადგენლები
- ადგილობრივი თვითმმართველობა
- კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები (პოლიტიკოსები, იურისტები, ექიმები....) და ა. შ.