მოსწავლეთა თვითმმართველობა (გაგრძელება)

 მოსწავლეთა თვითმმართველობა:

  1. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
  2. უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
  3. ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
  4. სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
  5. წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
  6. საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.