პედაგოგიური საბჭო (გაგრძელება)

პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს და, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
  2. საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით, ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
  3. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, სწავლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებულ, პედაგოგების მიერ შერჩეულ, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
  4. ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
  5. უფლებამოსილია, ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.