მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის საჩივრის განხილვა

მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ასეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, რაზეც დირექტორმა რეაგირება და საჩივრის განხილვა უნდა უზრუნველყოს საჩივრის შეტანიდან 2 კვირის ვადაში.

საჩივართან დაკავშირებით, დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში, გადაწყვეტილების გაცნობიდან 2 კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, საჩივარი განიხილოს 1 თვის ვადაში. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები: ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ბ) უფლების დარღვევის არსი; გ) მოთხოვნის არსი (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 15).