თვითმმართველობის მნიშვნელობა და მისი აუცილებელ ნიშნები

თვითმმართველობის არსებობა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. ადგილობრივი თვითმმართველობა სრულფასოვნად მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, თუ მას მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლება და, მთლიანად, საზოგადოება.

თვითმმართველობის აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს: საკუთარი ტერიტორიისა და ადმინისტრაციული ცენტრის, კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების (რომელშიც სხვა ვერავინ ჩაერევა), საკუთარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურების, დამოუკიდებელი/საკუთარი ფინანსებისა და ქონების (საკუთრების) არსებობა. თუ რომელიმე მათგანი არ არსებობს, ევროპული ქარტია ასეთ წარმონაქმნს თვითმმართველობად არ განიხილავს.