სოფელ ვარხანის სკოლის X კლასის მოსწავლეები, სათემო პრობლემების მოგვარების მიზნით, შეხვდნენ სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს. აღნიშნულ შეხვედრამდე მოსწავლეებმა ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა სოფლის პრობლემების შესახებ, ხოლო შეხვედრაზე კი განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც გამოკითხვისას გამოიკვეთა. გამოკითხული ადგილობრივი 100 ოჯახიდან უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა სოფელში სასმელი წყლისა და ამორტიზებული შიდა გზების პრობლემების მოგვარებას. გადაწყდა, რომ მოსწავლეების მიერ მომზადებული წერილის საფუძველზე, ადიგენის თვითმმართველობა მომდევნო წლის ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხებს გაითვალისწინებს. (უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტების მაგალითები იხილეთ ვებგვერდზე).