იმისათვის, რომ არაფერი გამოგრჩეთ და შემდგომში მოქმედებათა გეგმის შედგენა გაგიადვილდეთ, გამოიყენეთ პროექტისათვის საჭირო რესურსების აღრიცხვის ფურცელი (დანართი 5). დანართებში მოცემული ფორმები არა მარტო გაგიადვილებთ მუშაობას, არამედ შეგახსენებთ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
კვლევის ჩატარებისათვის ჯგუფს ან ცალკეულ წევრებს შეიძლება გამოგადგეთ ჩასატარებელი კვლევის მოკლე გეგმა (დანართი 6). ის დაგეხმარებათ სამუშაოს ორგანიზებაში. გაითვალისწინეთ, რომ პროექტის განხორციელების ყველა საფეხურზე, სასურველია, მკაფიო წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ამოცანების შესრულება გინდათ და კონკრეტულად რას აკეთებთ ამისათვის.