დავალება 3.1

გაიხსენეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ალბერტ შვაიცერისა და კრეგ კიელბიურგერის მოღვაწეობისას. ცხრილში შესაბამის ადგილებში ჩასვით მოცემული წინადადებები:

 

  1. მიიღო სამედიცინო განათლება და წავიდა კონგოში ავადმყოფთა სამკურნალოდ.
  2. შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად.
  3. დაუკავშირდა საფრანგეთის წითელ ჯვარს, რომელსაც საავადმყოფო უნდა აეშენებინა.
  4. ბევრი ბავშვი გადარჩა მონურ შრომას, ბევრმა მიიღო განათლება.
  5. აფრიკის მივიწყებულ პროვინციაში გაჩნდა საავადმყოფო და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა.
  6. აგროვებდა თანხებს ღარიბი ოჯახების დასახმარებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
  7. მკურნალობდა ავადმყოფებს, კითხულობდა ლექციებს, რათა მიღებული თანხით დახმარებოდა საავადმყოფოს.
  8. შემოიკრიბა თანამზრახველები.