რა არის კლუბის წესდება?
კლუბის წესდება არის წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვით, კლუბი ახორციელებს საქმიანობას, ამყარებს და წარმართავს ურთიერთობებს სხვა ორგანიზაციებთან ან თემის წევრებთან. გარდა ამისა, წესდება არეგულირებს ურთიერთობას კლუბის წევრებს შორის. კლუბის წესდება მიღებული უნდა იქნეს კლუბის დამფუძნებლების მიერ.
შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, საერთოდ რისთვის არის საჭირო წესდება?
წესდება განსაზღვრავს კლუბის მუშაობის პრინციპებს, წევრების უფლებებსა და მოვალეობებს.
თქვენ მიერ შემუშავებული წესდება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო სკოლების წესდებას.